საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდა, რომელსაც დაუზავდა - 1:1.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 71-ე წუთამდე იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედების გარეშე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილმა სტატისტიკის საიტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასებები გამოაქვეყნეს:
Sofascore: დონარუმა 6.7, ზაირ-ემერი 6.9, მარკინიოსი 7.5, ბერალდო 7.3, მენდეში 6.9, ნევეში 7.8, ვიტინია 8.7, ფაბიანი 7.1, ლი 7.3, კვარაცხელია 6.9, დემბელე 7.6.
Whoscored: დონარუმა 6.5, ზაირ-ემერი 6.6, მარკინიოსი 7.2, ბერალდო 7.1, მენდეში 7.1, ნევეში 7.1, ვიტინია 7.8, ფაბიანი 6.5, ლი 7.1, კვარაცხელია 6.4, დემბელე 6.8.
Flashscore: დონარუმა 6.4, ზაირ-ემერი 6.9, მარკინიოსი 7.1, ბერალდო 7.3, მენდეში 7.8, ნევეში 7.4, ვიტინია 8.0, ფაბიანი 6.8, ლი 7.3, კვარაცხელია 6.6, დემბელე 7.1.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, ქართველის აქტივში 12 მატჩში ორი გოლი და სამი საგოლე პასია. „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი უკვე გახდა. ახლა მისი მიზანია, რომ ლიგა 1 დაუმარცხებლად დაასრულოს, სადაც 30 ტურში 24 მოგება და 6 ფრე აქვს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ნიცას“ უმასპინძლებს.