სხვა

11:44 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძე: "შვილებს პირობა მივეცი, რომ ერთ დღეს სახლში საჩემპიონო ქამრით დავბრუნდები"

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება, "ნინძას" მომდევნო ბრძოლას საქართველოს დროით 27 აპრილს გამართავს და მისი მეტოქე დევიდ ონამა იქნება.

ბრძოლამდე გიგა ჭიკაძემ ინტერვიუ UFC-ის ოფიციალურ გვერდთან ჩაწერა, სადაც ის მის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"ბევრი ტრავმა მქონდა, რომელიც ალენთან ბრძოლის დროს მივიღე. ახლა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სრულიად მზად ვარ და ერთი სული მაქვს ოქტაგონზე როდის შევალ. ბრძოლისთვის მენტალურად ყოველთვის მზად ვიყავი, მაგრამ ფიზიკურად არა. რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დამჭირდა და სიმართლე გითხრათ ჩემი თავის მიკვირს, რომ ამდენი ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლა შევძელი."

"ჩემს კარიერაში პირველად ჩემს ბრძოლას ჩემი ოჯახიც დაესწრება, ეს ჩემთვის ორმაგი მოტივაცია იქნება და ყველა წინააღმდეგობის დასაძლევად მზად ვარ. ჩემპიონობა მინდა, სხვა არაფერი მაინტერესებს, რადგან ჩემს შვილებს დავპირდი, რომ ერთ დღეს სახლში საჩემპიონო ქამრით დავბრუნდები. იმედი მაქვს ონამას დამარცხებით საჩემპიონო გზისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამ." - განაცხადა გიგა ჭიკაძემ.

გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა გასული წლის ივლისში ინგლისელ არნოლდ ალენთან გამართად და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ქართველმა აღნიშნულ ბრძოლის პირველ რაუნდში მხრის მყესი გაიწყვიტა და ბრძოლის დასრულება ტრავმით მოუწია. შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძის MMA-ს რეკორდი 15-4 ზეა, ხოლო მისი მომდევნო მოწინააღმდეგის, დავიდ ონამას სტატისტიკა 13-2-ზეა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098177