ფეხბურთი

13:13 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძეს თამაშს ნიდერლანდელი და გერმანელი სკაუტები ესწრებოდნენ

პოლონეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ სტუმრად „ლეხთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა მცველმა გოლის გატანა მოახერხა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

როგორც პოლონური გამოცემა goal.pl იტყობინება, კონკრეტულად ოთარ კაკაბაძის მატჩის სანახავად და დასაკვირვებლად სტადიონზე იმყოფებოდნენ ნიდერლანდური და გერმანული კლუბების სკაუტები. გამოცემის თქმით, "ქართველი ფეხბურთელის თამაშით ისინი უკმაყოფილონი ნამდვილად არ დარჩებოდნენ, რადგან კაკაბაძე საუკეთესო იყო, მან გოლის გატანა მოახერხა და მეორე გოლთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა."

ოთარ კაკაბაძეს ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა, ერთხელ საგოლე პასიც მიითვალა. „კრაკოვია“ 42 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 აპრილს, „მოტორს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094905