ძიუდო

14:19 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილი და ნოზაძე ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშნენ

დღეს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში სტარტი აიღო ძიუდოს 2025 წლის ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს სახელით 15 ძიუდოისტი იღებს მონაწილეობას.

ტურნირის პირველი დღე საქართველოსთვის წარუმატებლად დაიწყო, -66 კგ. წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი და თემურ ნოზაძე გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშნენ, ვაჟამ პირველივე მატჩი გერმანელ მარტინ სეტცისთან წააგო, ხოლო ნოზაძე მეორე წრეში ისრაელის წარმომადგენელთან დამარცხდა.

გეტყვით, რომ დღეს ტურნირზე კიდევ ორ ქართველს ვიხილავთ, -60 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს გიორგი სარდალიშვილი, რომელიც მეორე წრიდან დაიწყებს, ხოლო ქალთა შორის -48 კგ. წონაში ჯულიეტა როდონაია იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098795