„ბორნმუთის“ მცველი დინ ჰუისენი ლონდონის „ჩელსის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური As ავრცელებს.
„ჩელსი“ მზადაა ნიჭიერ ესპანელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც მისი გამოსასყიდი ფასია, შესაბამისად, თანხის გადახდის შემთხვევაში ტრანსფერს ვერაფერი შეაფერხებს.
ჰუისენი „ბორნმუთმა“ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ 15 მილიონ ევროდ შეიძინა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „იუვენტუსის“ აკადემიაში გაიზარდა, მთავარ გუნდშიც ითამაშა, ხოლო ნახევარი სეზონი „რომაშიც“ აქვს გატარებული.