ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ „კრისტალ პალასს“ ვერ მოუგო.
მიკელ არტეტას გუნდი, როგორც ჩანს, უკვე თავიდან ბოლომდე ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობს. თუმცა, ლონდონურ დერბის „მეთოფეები“ ორჯერ მაინც იგებდნენ. იაკუბ კივიორისა და ლეანდრო ტროსარის გოლებით. თუმცა, სტუმრებმა ორჯერვე გაათანაბრეს და შინ ქულა წაიღეს. გოლები ებერეჩი ეზეს და ჟან-ფილიპ მატეტას აქტივშია.
„არსენალი“ „ლივერპულს“ 12 ქულით ჩამორჩება, მხოლოდ 4 ტურია დარჩენილი. ასე რომ, „ლივერპულს“ ჩემპიონობის გასაფორმებლად ერთი ქულა სჭირდება. 27 აპრილს, „ტოტენჰემთან“ მატჩი არნე სლოტის გუნდი სავარაუდოდ, ჩემპიონი გახდება.