სტამბოლის „ბეშიქთაშს“ „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის გადაბირება სურს.
როგორც თურქული მედია წერს, ქართველი შემტევი ოლე გუნარ სულშერის სათამაშო ტაქტიკას მოერგება და ამიტომაც, კლუბი დაინტერესებულია 24 წლის ფეხბურთელით. ზურიკოს საბაზრო ღირებულება ამჟამად დაახლოებით 10 მილიონი ევროა. თუმცა, სხვა დეტალები უცნობია.
დავითაშვილს „სენტ ეტიენთან“ ჯერ კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ თუ კლუბი ლიგა 1-ში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, შეიძლება ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის შეცვლაზე იფიქროს.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.