ძიუდო

16:57 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ლაშა შავდათუაშვილს ბრინჯაოს შანსი აქვს

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა რუსი დარია კურბონმამადოვა, შვეიცარიელი ბინტა ნდიაე და ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა, ფინალში ეთერის მეტოქე გერმანელი სეია ბალჰაუზი იქნება.

ამავე წონაში ნინო ლოლაძე გამოდიოდა, მაგრამ ბულგარელ სნეჟანა გრამატიკოვასთან გამარჯვების შემდეგ მეორე წრეში სერბ მარიცა პერიშიჩთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილმა პირველი ბრძოლა წააგო ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგთან.

73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს ლაშა შავდათუაშვილს, რომელმაც ჩეხი ხუსნიდინ კარიმოვი, თურქი ბილალ ჩილოღლუ და კოსოველი აკილ გიაკოვა დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან მარცხი განიცადა. შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ იოან-ბენჟამინ გაბას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში ჯერჯერობით 1 ოქროს მედალია, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094361