საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში გორის „დილა“ „გარეჯს“ ესტუმრა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 65-ე წუთზე ჟან-მარკ ტიბუემ გაიტანა, რამაც გორელებს სამი ქულა მოუტანა.
„დილამ“ 20 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „გაგრას“ შეხვდება. „გარეჯი“ 5 ქულით მეცხრეა და მომდევნო მატჩს „დინამო ბათუმთან“ გამართავს.