საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
28-ე წუთზე ანგარიში ბიორნ იონსენმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, რასაც 72-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ უპასუხა. მატჩი ახლოს იყო საყაიმო ანგარიშთან, მაგრამ 89- წუთზე ცოტნე ფაცაციამ იმერულ გუნდს მოაგებინა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა - 2:1.
„ტორპედომ“ 12 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 10 ქულით მერვეა და წინ „დილასთან“ მატჩი ელოდება.