გუშინ ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში "ვალიადოლიდი" სტუმრად "რეალ ბეტისთან" 5:1 განადგურდა და უმაღლესი დივიზიონიდან ოფიციალურად გავარდა.
"ვალიადოლიდის" მფლობელი და პრეზიდენტი ბრაზილიელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა გახლავთ, რომელიც კლუბს 2018 წლიდან მართავს. აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში "ვალიადოლიდი" ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან უკვე სამჯერ გავარდა, ეს ყველაფერი კი გულშემატკივარში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, რის გამოც ისინი გუნდიდან რონალდოს წასვლას მოითხოვენ.
როგორც ესპანური გამოცემა espn-ი იტყობინება, კლუბის გაყიდვა რონალდოსაც აქვს გადაწყვეტილი, მათი მტკიცებით მოლაპარაკებები ახალ მფლობელებთან უკვე წარმატებით მიმდინარეობს და დიდი ალბათობით ახალი სეზონიდან "ვალიადოლიდს" ახალი მფლობელი ეყოლება.
ცნობისთვის "ვალიადოლიდმა" ლა ლიგის ბოლო 14 მატჩიდან 13 წააგო. რონალდოს გუნდი 33 ტურის შემდეგ 16 ქულით ბოლო მე-20 ადგილზე არიან.