ფეხბურთი

17:20 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზამბო ანგისა: "ეს ჯერ კიდევ ის ხვიჩა არ არის, რომელსაც "ნაპოლიში" ვიცნობდი"

"ნაპოლის" ფეხბურთელმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ მის ყოფილ თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კვარა ჯერ ისეთი არაა, როგორსაც ის "ნაპოლიში" იცნობდა.

"ეს ჯერ კიდევ ის ხვიჩა არ არის, რომელსაც "ნაპოლიში" ვიცნობდი, მას დრო ჭირდება, რადგან ადაპტაცია უკეთესად გაიაროს. როცა ის ყველა წნეხისგან განთავისუფლდება და მეტ თავისუფლებას იგრძნობს, მისი თამაში ყველას გააოცებს." - განაცხადა ანგისამ.

შეგახსენებთ, რომ იანვარში პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია 70 მილიონად შეიძინა, პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.


0.093132