სხვა

17:52 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი პარა ტაეკვანდოისტების წარმატება ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე

დღეს ჩინეთში, ქალაქ ტაიანში, პარა ტაეკვანდოში, G-3-ის კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი - 2025 WT President's Cup გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარა ტაეკვანდოს ეროვნულმა ნაკრებმა იასპარეზა.

აღნიშნულ ტურნირზე, სადაც მსოფლიოს უძლიერესმა პარა ტაეკვანდოისტებმა მიიღეს მონაწილეობა, ჩვენმა გოგონებმა ორი მედალი მოიპოვეს. ანა ჯაფარიძე (-52 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ლია ჩაჩიბაიამ (-47 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს - ლაშა ტყემალაძეს ჩინეთის 2025 WT პრეზიდენტის თასის საუკეთესო მოჩხუბრის ტიტული მიენიჭა და ჯილდოც გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09245