ფეხბურთი

19:12 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

აბუაშვილის დუბლით "კოლხეთმა" სეზონში მეორედ მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ფოთის „კოლხეთმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის გმირი გიორგი აბუაშვილი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. 22 წლის შემტევმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, რასაც ლაშა შერგელაშვილმა მეორე ტაიმის სტარტზე უპასუხა ჩვეულ სტილში - ეფექტური ჯარიმა გაიტანა.

თუმცა, აბუაშვილმა 69-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა - 2:1. ეს კახა ჩხეტიანის გუნდის მეორე გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში და საინტერესოა, რომ ორჯერვე „სამგურალი“ დაამარცხა.

„კოლხეთი“ 8 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალს“ 11 ქულა აქვს და „დინამო თბილისთან“ მატჩი ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.11512