ფეხბურთი

21:09 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ანჩელოტისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია კარლო ანჩელოტის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ESPN იტყობინება, მხარეებს შორის საუბარი დადებითად მიმდინარეობს და ბრაზილიაში იმედოვნებენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ანჩელოტისთან კონტრაქტის გაფორმებას მოახერხებენ.

იტალიელს „რეალთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და ამბობს, რომ კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფლორენტინო პერესი მას გაათავისუფლებს. „რეალში“ ახალი სეზონიდან ჩაბი ალონსოს მიწვევა სურთ.

სწორედ ამიტომ, ბრაზილიელები აპირებენ სიტუაციით სარგებლობას და ანჩელოტის დანიშვნას, რაც კარგა ხანია სურთ, მით უფრო ახლა, როცა ბრაზილიის ნაკრები უმწვრთნელოდაა და მსოფლიოს ჩემპიონატამდე წელიწადი რჩება.

აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტის სანაკრებო ფეხბურთში მუშაობის გამოცდილება მხოლოდ ასისტენტის როლში აქვს, როცა იტალიის ნაკრებში 30 წელზე მეტი ხნის წინ, თავისი კარიერის სტარტზე არიგო საკის თანაშემწე იყო.

0.093399