ფეხბურთი

21:52 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოები" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტური „დინამო თბილისისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს. 71-ე წუთზე ჯალენ ბლესამ ანგარიში პენალტით გახსნა, რასაც 88-ე წუთზე ასევე პენალტით თორნიკე მორჩილაძემ უპასუხა - 1:1.

„დინამო ბათუმი“ 22 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გარეჯს“ შეხვდება, ხოლო „დინამო თბილისი“ 15 ქულით მეოთხე ადგილზეა და წინ „სამგურალთან“ მატჩი ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094033