ფეხბურთი

22:35 | 25.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ჩვენთვის სეზონი კარგი არაა, მაგრამ შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ასოციაციის თასის ნახევარფინალში „ნოტინგემთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, „სიტისთვის“ სეზონი კარგი არ არის, მაგრამ შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო.

„ასოციაციის თასის მოგება? ჯერ ფინალში უნდა გავიდეთ. ამ სეზონში ბევრი მატჩი არ იყო კარგი, მაგრამ თასის მოგებით კლუბისთვის უფრო დიდ ზიანს თავიდან ავიცილებდით.

ჩემი აზრით, სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერლიგაა, ასოციაციის თასი დაგვიცავს, მაგრამ პრემიერლიგა განსაზღვრავს რამდენად კარგი იყო სეზონი და ჩვენთვის კარგი არ ყოფილა, მაგრამ შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია და გვაქვს შანსი გავხდეთ მესამე გუნდი, რომელიც ფინალში ზედიზედ მეორედ გავა, იმედია, ამას გავაკეთებთ“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.153108