„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა თქვა, რომ ამ კლუბში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს.
„სეზონის ბოლოს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“, ბევრი ფეხბურთელია, ვისაც ჩვენს კლუბში თამაში სურს. თუ ყველა პრობლემას გავითვალისწინებთ, რაც გვაქვს, ეს ცოტა რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ მკაფიო წარმოდგენა გვაქვს და ეს ყველაზე მარტივი ნაწილია ფეხბურთელებისთვის ასახსნელად. ეს „მანჩესტერია“ და „მანჩესტერში“ თამაში ყველა ფეხბურთელს სურს“, - თქვა ამორიმმა.