ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ „ევერტონს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ენცო მარესკას გუნდს ნიკოლას ჯექსონმა მოაგებინა, რომელმაც 27-ე წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი. დარჩენილ დროში ლონდონელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს.
„ჩელსი“ 60 ქულით მეხუთე ადგილზეა, ჯერჯერობით, ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მომდევნო ტურში კი, 4 მაისს, „ლივერპულს“ უმასპინძლებს.