ფეხბურთი

3:02 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ესპანეთის თასის მფლობელია

სევილიაში ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ბარსელონამ“ დამატებით დროში მადრიდის „რეალს“ 3:2 მოუგო და თასის მფლობელი გახდა.

მანამდე ბოლო ორი მატჩში კატალონიელემა დიდი ანგარშით მოუგეს კასტილიელებს - ესპანეთის ჩემპიონატში 4:0, სუპერთასზე კი 5:2 ...

სულ, ეს ამ გუნდების 260-ე ოფიციალური მატჩი გახლდათ: მადრიდს 105 გამარჯვება აქვს, კატალონიას - 103, ხოლო კიდევ 52 მატჩი ფრედ დასრულდა.

ესპანეთის თასზე უპირატესობა „ბარსელონას“ აქვს - 17 მოგება 13-ის წინააღმდეგ, კიდევ 8 თამაში კი ფრედ დასრულდა.

ამჯერადც სახალისო „კლაიკო- თრილერი“ გამოვიდა. 28-ე წუთზე პედრიმ ლამაზი გოლი გაიტანა და თავისიანები დააწინაურა. კატალონიელები უკეთ გამოიყურებოდნენ და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ამჯერადაც დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა. კილიან მბაპეს მინდორზე გამოსვლამ ბევრი რა შეცვალა, ჯერ კილიანმა გაათანაბრა - ჯარიმა დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და კარში შევარდა

მალევე მადრიდელები დწინაურდნენ მათმა მესამე მოწოდებულმა კუთხურმა ნაყოფი გამოიღო, ჩუამენიმ გიულერის ჩაწოდებულ ბურთს თავურით მიუჩინა ადგილი შჩესნის კარში.

დედაქალაქელთა უპირატესობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, 7 წუთში ტორესი რიუდიგერს გაექცა, კურტუაც მოატყუა და გაიტანა - 2:2.

დამატებით დროში კი კატალონიელებმა მაინც იძალეს, 116-ე წუთზე კუნდემ გამარჯვების გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიმდინარე სეზონში ბარსელონას მადრიდელებთან უპირატესობა.

ესპანეთის თასის ფინალი. 26 აპრილი. სევილია „ოლიმპიკო“

ბარსელონა - რეალი 3:2 დ.დ.

1:0 პედრი (28), 1:1 მბაპე (70), 1:2 ჩუამენი (77), 2:2 ფერან ტორესი (84), 3:2 კუნდე (116)

ბარსელონა: შჩესნი, კუბარსი, ინიაგო მარტინესი, კუნდე, მარტინი (არაუხო 85), დე იონგი (გავი 86), პედრი (ერიკ გარსია 98), იამალი, ოლმო (ფერმინ ლოპესი 64), რაფინია, ფერან ტორესი

მწვრთნელი: ჰანსი ფლიკი

რეალი: კურტუა, ასენსიო, რიუდიგერი (ენდრიკი 110), ვასკესი (მოდრიჩი 55), მენდი (ფრან გარსია 11), ვალვერდე, ჩუამენი, სებალიოსი (გიულერი 55), ბელინგემი, როდრიგო (მბაპე 46), ვინისიუსი (ბრაიმ დიასი 89)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა (ბილბაო)

გაფრთხილება: მარტინი (37), დე იონგი (68), ფერმინ ლოპესი (90), რაფინია (90+10); ჩუამენი (31), მოდრიჩი (90+1), ბელინგემი (107)

ბურთის ფლობა: 59%-41% , დარტყმა: 22 (9)-15 (7), ჯარიმა: 23-11. თამაშგარე: 2-7, კუთხური: 8-6,

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163113