სხვა

15:46 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ისლანდია 4:0 დაამარცხა

ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ისლანდიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 4:0. მატჩში დუბლით თავი გამოიჩინა ნიკიტა ბუკიამ.

ნაკრები ტურნირისთვის გაძლიერდა ახალწვეული ლეგიონერებით, რომლებაც თავის მხრივ გაიტანეს თითო გოლი. შემდეგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს ტურნირის მასპინძელ, ფავორიტ ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებთან.

შეხვედრა გაიმართება 28 აპრილს 12:00 საათზე. ტურნირში გამარჯვებული პირველადგილოსანი გუნდი აღზევდება მე-2 დივიზიონის A ჯგუფში. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით, ასევე ლეგიონერებით.

საქართველო - ისლანდია 4:0

1 პერიოდი

1:0

04:37წ.

გოლი: ნიკიტა ბუკია

ასისტი: ტიმურ ბეშაროვი (ახალწვეული)

2 პერიოდი

2:0

27:58წ.

გოლი: ნიკიტა ბუკია

ასისტი: დმიტრი ერმოშენკო

3:0

30:16წ.

გოლი: ტიმურ ბეშაროვი (ახალწვეული)

ასისტი: დმიტრი ერმოშენკო

4:0

32:44წ.

გოლი: კონსტანტინ გავრილენკო (ახალწვეული)

ასისტი: დანილ დავიდოვი (ახალწვეული), ტიმურ ბეშაროვი (ახალწვეული)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090215