ფეხბურთი

20:49 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა მამაცაშვილის გოლი შვედეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

შვედეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში საბა მამაცაშვილის „სირიუსი“ „ჰალმშტადს“ შინ დაუზავდა (1:1), ქართველმა მცველმა კი გოლი გაიტანა.

საბამ ბოლო 9 დღესა და ბოლო სამ ტურში უკვე მეორედ შეძლო თავის გამოჩენა, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. მამაცაშვილმა 31-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მამაცაშვილს მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „სირიუსი“ 6 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 3 მაისს, „დეგერსფორს“ სტუმრად შეხვდება.

0.097322