ფეხბურთი

21:19 | 27.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ინგლისის ჩემპიონი გახდა, ისტორიაში მეოცედ

პრემიერლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონი გახდა. ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო და აი, არნე სლოტის გუნდმა შეძლო ტიტულის გაფორმება.

„ლივერპულმა“ 34-ე ტურში ლონდონის „ტოტენჰემი“ 5:1 გაანადგურა.

თავიდან „ტოტენჰემი“ დომინიკ სოლანკეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ პირველივე ტაიმში არნე სლოტის გუნდმა თამაშს ინტრიგა მოუკლა, ლუის დიასის, ალექსის მაკალისტერის და კოდი გაკპოს გოლებით. მეორე ნახევარში მო სალაჰმა სხვაობა გაზარდა, ხოლო შემდეგ დესტინი უდოჯის ავტოგოლიც იყო - 5:1.

ლივერპული 82 ქულით პირველ ადგილზეა, „არსენალს“ მისი დაწევის თეორიული შანსიც აღარ აქვს. ამრიგად, სლოტმა პირველივე ცდაზე შეძლო „ლივერპულის“ გაჩემპიონება, რაც მარტივი ამბავი სულაც არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას შემდეგ, რაც ინგლისის ჩემპიონატს პრემიერლიგა ეწოდა, ეს სულ მეორე ჩემპიონობაა მერსისაიდელებისთვის.

ლივერპული სულ მეოცედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაეწია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163682