თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სერია A-ს 28-ე ტურში „ვარეზეს“ უმასპინძლა, რომელიც ადვილად, 104:67 დაამარცხა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.
შენგელიამ 21 წუთში საკუთარ გუნდს 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა, რითაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუსი“ სერია A-ს 21 მოგებით და 7 წაგებით ლიდერობს, ხოლო 4 მაისს, „სკაფატის“ ესტუმრება.