კალათბურთი

12:32 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსმა" მესამედ წააგო და გავარდნასთან ახლოსაა (+VIDEO)

ლებრონ ჯეიმსის და ლუკა დონჩიჩის "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" სერიაში "მინესოტა ტიმბერვულზთან" მესამე მატჩი წააგო და NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფიდან გავარდნასთან ახლოსაა.

"მინესოტამ" სერიის მეოთხე მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და დაძაბულ ბრძოლაში "ლეიკერსი" 116:113 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მასპინძლებმა სერიაში ანგარიში 3:1 გახადეს და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

"მინესოტას" მატჩში ენტონი ედვარდსმა ულიდერა, რომელმაც 43 ქულა ჩააგდო, "ლეიკერსის" მხრიდან ლუკა დონჩიჩმა 38 ქულა, ხოლო ლებრონ ჯემსმა 27 ქულაა ჩააგდო.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა პირველ მაისს გაიმართება, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მოგების შემთხვევაში "მინესოტა" შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095194