ფეხბურთი

13:17 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

"პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას შეძენით "ინტერი" დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის ზაფხულში გუნდში მეკარის პოზიციის გაძლიერება სურს და როგორც ირკვევა მათი მთავარი სამიზნე სწორედ 26 წლის იტალიელი მეკარე იქნება. დონარუმას პსჟ-თან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და მისი ამჟამინდელი ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 35 მილიონია, თუმცა "ინტერს" მისი შეძენა უფრო დაბალ ფასად სურს.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, დონარუმას გარდა "ინტერის" სამიზნეში კიდევ ორი მეკარეა, "ნაპოლის" კარის დარაჯი ალექს მერეტი და "ატალანტას" მეკარე მარკო კარნაზეკი.

ცნობისთვის, ჯანლუიჯი დონარუმა "მილანის" აღზრდილია და პსჟ-მ იტალიელი მეკარე 2014 წელს "როსონერიდან" 60 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166805