ფეხბურთი

14:00 | 28.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო რუდიგერს დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის "რეალის" გერმანელ ფეხბურთელს ანტონიო რუდიგერს ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cope-ი ავრცელებს.

საქმე ეხება კოპა დელ რეის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ მომხდარ ფაქტს (3:2), როდესაც გერმანელმა ფეხბურთელმა ემოციები ვეღარ შეიკავა და შეხვედრის მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც რიკარდო დე ბურგოსმა მას წითელი ბარათი უჩვენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუდიგერმა შეცდომა აღიარა და ბოდიში მოიხადა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო მსაჯს და ყველა იმ ადამიანს ვისაც იმედები გავუცრუვე, ვაღიარებ შეცდომა დაუშვი. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს."

იმ შემთხვევაში თუ, ესპანური გამოცემის პროგნოზი გამართლდა რუდიგერს ლა ლიგიის 4 მატჩის (სელტას, ბარსელონას, მალიორკას და სევილიას წინააღმდეგ) გამოტოვება მოუწევს.

ესპანური ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი ამ საკითხს იძიებს და ოფიციალური გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ანტონიო რუდიგერს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 49 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161269