ისტორია

15:34 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო „რეალ მადრიდთან“ სრული შეთანხმების მიღწევამდე ერთი ნაბიჯითაა დაშორებული

„ბაიერ ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო „რეალ მადრიდთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ჟურნალისტმა და ინსაიდერმა მატეო მორეტომ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი უახლოეს დღეებში „ბაიერის“ ხელმძღვანელობას შეხვდება, რათა ესპანეთში გადასვლის სურვილი აცნობოს.

ასევე აღნიშნულია, რომ მადრიდული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, „სამეფო კლუბის“ დატოვებასთან ახლოსაა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის ყველა დეტალს აზუსტებს. ანჩელოტიმ უკვე დაამტკიცა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის ბანაკში დანიშვნის ამბავი.

ჩაბი ალონსოს მოქმედი კონტრაქტი „ბაიერთან“ 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდე მოქმედებს, ისევე როგორც ანჩელოტის კონტრაქტი „ლოს ბლანკოსთან“.

0.092953