ფეხბურთი

18:20 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" გადამწყვეტ ორ მატჩს ილდიზის გარეშე ჩაატარებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ქენან ილდიზი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

19 წლის თურქი შემტევი „მონცასთან“ მატჩში (2:0) მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმისთვის მოედნიდან გააძევეს, სადისციპლინო კომიტეტმა კი, მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, გარდა ამისა, 10 000 ევროს ოდენობით დააჯარიმა.

ამრიგად, ქენან ილდიზი „იუვეს“ „ბოლონიას“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, ეს კი, ტურინელთათვის სეზონის გადამწყვეტი მატჩებია, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად უშუალო კონკურენტებს ეთამაშება, თანაც, ორივეს სტუმრად.

მიმდინარე სეზონში ქენან ილდიზმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161831