ფეხბურთი

20:02 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ალესანდრო ბონჯორნო სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

„ნაპოლის“ ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

იტალიელმა მცველმა „ტორინოსთან“ მატჩში (2:0) ბარძაყის დაზიანება მიიღო, რის გამოც სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ბონჯორნო „ნაპოლის“, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლაშია ჩართული, „ლეჩეს“, „ჯენოას“, „პარმას“ და „კალიარის“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ბონჯორნოს ტრავმა აქამდეც ჰქონდა, რის გამოც მაშინ ორი თვე გაუცდა. მან მთლიანობაში „აძურის“ რიგებში 22 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

„ნაპოლი“ სერია A-ს 34 ტურის შემდეგ ლიდერობს და „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162495