News

21:21 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ დაიერი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს

მიუნხენის „ბაიერნს“ სეზონის ბოლოს ერიკ დაიერი დატოვებს და კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

ფრანგული მედიის ცნობით, მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია. 31 წლის ინგლისელი „თავადებს“ ზაფხულში შეუერთდება და კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით.

ერიკ დაიერმა „ბაიერნში“ 2024 წლიდან დღემდე 45 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე მას კარიერის საუკეთესო პერიოდი ლონდონის „ტოტენჰემში“ აქვს გატარებული.

0.086739