ფეხბურთი

0:24 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" დავიდ ალაბაც სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

მადრიდის „რეალს“ დავიდ ალაბაც გამოაკლდა, რომელმაც მარცხენა მენისკის დაზიანება მიიღო.

ავსტრიელი მცველი მინიმუმ 2 თვე იუქმებს, შესაბამისად, მისთვის სეზონი დასრულებულია. ედუარდო კამავინგას, ფერლან მენდისა და ანტონიო რიუდიგერის შემდეგ ის მეოთხე ფეხბურთელია, რომელიც „სამეფო კლუბს“ ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში 32 წლის დავიდ ალაბამ ყველა ტურნირზე 14 უგოლო მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095006