ფეხბურთი

9:20 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიტინია: "ფინალში გასვლის სურვილი ვაჩვენეთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ვიტინიამ „არსენალთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფინალში გასვლის სურვილი აჩვენეს, თუმცა ჯერ დასრულებულად არაფერს მიიჩნევს:

„აქ მოსვლა და გამარჯვება ძალიან რთულია, ეს ოქტომბერში უკვე ვნახეთ. შესანიშნავი თამაში ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობა, როგორც ყოველთვის გვაქვს ხოლმე, ამჯერად არ გვქონდა. ეს არის ის, რასაც დიდი გუნდები ავლენენ. სიტუაციასთან მორგება უნდა იცოდე.

მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ შედეგით კმაყოფილები ვართ. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ასეთ მატჩს ჩავატარებდით. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ სჯერათ, მაგრამ არ გვაინტერესებს. გულშემატკივრები წარმოუდგენლები არიან, ყველანი გაერთიანებულები ვართ. ჯერ არაფერი დასრულებულა, სახლშიც შესანიშნავად უნდა ვითამაშოთ. შესანიშნავი გუნდური თამაში ვაჩვენეთ, ვაჩვენეთ ფინალში გასვლის სურვილი“, - თქვა ვიტინიამ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი პარიზში 7 მაისს გაიმართება. პსჟ 19 შემთხვევიდან 18-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა, როცა ევროთასის პლეი-ოფში პირველი მატჩი სტუმრად მოიგო. გამონაკლისია 2019 წელს „მანჩესტერთან“ მარცხი (2:0, 1:3).

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172728