კალათბურთი

9:55 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძისთვის სეზონი დასრულებულია, "სელტიკმა" მეოთხე მატჩშიც დამაჯერებლად მოიგო

"ორლანდო მეჯიქი" რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფს დაემშვიდობა.

სერიის მეხუთე შეხვედრა ბოსტონში გაიმართა, სადაც "სელტიკმა" "ორლანდო" დამაჯერებლად 120:89 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

"ბოსტონ სელტიკის" მხრიდან საუკეთესო ჯეისონ ტატუმი იყო, რომლის ანგარიშზეც 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა იყო.

გოგა ბითაძეს აღნიშნულ მატჩი სათამაშოდ მხოლოდ 2:23 წუთი დაუთმეს, რა დროშიც ქართველმა შედეგიანი ქმედების გაკეთება ვერ მოახერხა.

"ბოსტონ სელტიკი" შემდეგ ეტაპზე "ნიუ იორკ ნიქსისა" და "დეტროიტ პისტონსის" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.165419