ფეხბურთი

13:33 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

Daily mail: "ქართველი გენიოსის მსგავსი ფეხბურთელი, არასდროს გვინახავს"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენმა" სტუმრად "არსენალი" 1:0 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე უსმან დემბელემ გაიტანა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა საგოლე გადაცემა. ხვიჩა პირველი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე საგოლე მოქმედება განახორციელა.

მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა ცნობილი გამოცემის Daily mail-ის ჟურნალისტი კრეიგ ჰოუპი. ჟურნალისტმა ქართველ ფეხბურთელს სტატია მიუძღვნა სათაურით: "ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალი გაანადგურა... ქართველი გენიოსის მსგავსი ფეხბურთელი არასოდეს გვინახავს."

"24 წლის ქართველ ფეხბურთელში არის მსგავსება ჯეკ გრილიშის, ჩამოშვებული გეტრები და ბზინვარე წვივები, თუმცა შედარება აქ მთავრდება. როდესაც ხვიჩამ მეოთხე წუთზე ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მან ბურთი არ გააჩერა და წავიდა გამწვავებაზე, ის უბრალოდ არ დადიოდა, ის მუდამ დარბოდა. მის წინააღმდეგ არსენალის ფეხბურთელები შეშინებულები დარბოდნენ, კვარა უბრალოდ ბურთის შენარჩუნებას არასდროს ცდილობს, ის ყოველთვის გამწვავებაზე მიდის, შედეგად პსჟ-მ ჯილდოდ უსმან დემბელეს გოლი დაიმსახურა. ცნობილია, რომ ცხელი კარაქი დანით უფრო მარტივად იჭრება. ეს ჭრილობა არსენალს კვარაცხელიამ მიაყენა"

"მასპინძლებს სისხლდენის შესაჩერებლად გზა უნდა ეპოვათ. ერთი მცველი ორად იქცა და კვარაცხელიამ მაინც მოიპოვა კუთხური. შემდეგ ორი სამად იქცა - იურიენ ტიმბერი, უილიამ სალიბა და ბუკაიო საკა - და მაინც, ტიმბერის სასოწარკვეთილი დაქაჩვის შემდეგ, მსაჯს პენალტის დანიშვნა შეეძლო."

"შემდეგ ტიმბერმა გადაწყვიტა, რომ კვარაცხელიასთვის წიხლი დაერტყა და უხეშობა დაეწყო. ნიდერლანდელს ეტყობოდა, რომ გუშინ საღამოს ფეხბურთის თამაშის სურვილი არ ჰქონდა." "კვარაცხელია თამაშის საუკეთესო ფლანგელი იყო, მაგრამ ის ასევე თამაშის საუკეთესო მოთამაშე იყო იმის გამო, რასაც საკუთარ ნახევარზე აკეთებდა - ბლოკები, დაკვირვება, სივრცის შეზღუდვა და ამას ტიმბერზე უკეთ აკეთებდა."

"პარი სენ-ჟერმენისა" და "არსენალის" საპასუხო შეხვედრა 7 მაისს, პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098425