ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში გაიმართა მესამე შეხვედრები, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მესამე მატჩიც მოიგო, ქართველებმა ბულგარეთი ოვერტაიმში 8:7 დაამარცხა და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.
შეხვედრის ძირითადი დრო 7:7 დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა კი დამატებით დროში ბორის კოჩკინის გოლმა გადაწყვიტა. ეროვნული გუნდის მხრიდან მაკარ ნიკიშანინმა 3, ნიკიტა ბუკიამ 2, ივან კარელინმა და კონსტანტინ გავრილენკომ თითო გოლის გატანა შეძლეს.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ისლანდიას 4:0 მოუგო, ხოლო მეორე ტურში ტურნირის მასპინძლი ახალი ზელანდიის ნაკრები 5:0 დაამარცხა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს ჩინური ტაიპიეს ეროვნულ ნაკრებთან. შეხვედრა გაიმართება 2 მაისს 05:00 საათზე.
ცნობისთვის, ტურნირში გამარჯვებული პირველადგილოსანი გუნდი აღზევდება მე-2 დივიზიონის A ჯგუფში. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით, ასევე ლეგიონერებით.