კალათბურთი

15:27 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტს საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩით დაიწყებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე იასპარეზებს. 2025 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთს, ბოსნიასა და მასპინძელ კვიპროსს ნაკრებებთან იმყოფება.

დღეს FIBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა მატჩების განრიგი, თუ ვინ, ვის და როდის შეხვდება. საქართველოს ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტს ესპანეთთან მატჩით დაიწყებს, რომელიც 28 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება.

28 აგვისტო - საქართველო : ესპანეთი 16:00 საათი
30 აგვისტო - იტალია : საქართველო 16:00 საათი
31 აგვისტო - საქართველო : საბერძნეთი 16:00 საათი
2 სექტემბერი - კვიპროსი : საქართველო 19:15 საათი
4 სექტემბერი - ბოსნია ჰერცეგოვინა : საქართველო 16:00 საათი



შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც კვიპროსი (ლიმასოლი), ფინეთი (ტამპერე), ლატვია (რიგა) და პოლონეთი (კატოვიცე) უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101055