მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ირგვლივ სიახლეები არ წყდება. იტალიელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს "სამეფო კლუბს" დატოვებს, რის შემდეგაც საშუალება ექნება საქმიანობა სხვა კლუბში ან ნაკრებში გააგრძელოს.
როგორც ესპანური გამოცემა Relevo იტყობინება, ანჩელოტის თავის გუნდში ხილვა საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰილალს" სურს და მზადაა ხელფასის სახით წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ კარლო ანჩელოტი და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა.
ცნობისთვის, ანჩელოტი "რეალის" მთავარი მწვრთნელის თანამდეობაზე 2021 წლიდან მუშაობს და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.იქამდე კი, 2013-2015 წლებშიც მუშაობდა "რეალის" მწვრთნელად. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოგება 3-ჯერ მოახერხა.