ფეხბურთი

17:27 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჰაიდენჰაიმის" მწვრთნელი: "მოედანზე ბუდუს დაბრუნებას აქ ყველა მოუთმენლად ელოდება"

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „ბოხუმთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ყველა მოუთმენლად ელოდება ბუდუს მოედანზე გამოჩენას:

„ბუდუ შუა კვირაში დაბრუნდა გუნდში და თუ არაფერი მოხდა, განაცხადში ნამდვილად იქნება. ვფიქრობ, ჰაიდენჰაიმში ამას ყველა მოუთმენლად ელოდება“, - თქვა შმიდტმა.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ჰაიდენჰაიმს“ სეზონის ფინიშამდე 3 ტურით ადრე 25 ქულით მე-16 ადგილი უკავია, პლეი-აუტის ზონაში და წინ გადამწყვეტი სამი მატჩი ელოდება, მათ შორის, პირველი 2 მაისს, უშუალო კონკურენტ „ბოხუმთან“

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09707