55 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობა დაუბრუნდეს. როგორც გამოცემა Sky sport-ი და ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინებიან "ლევერკუზენის" მესვეურები ჩაბი ალონსოს შემცვლელად სწორედ ტენ ჰაგს მოიაზრებენ.
როგორც ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია "ფარმაცევტების" ამჟამინდელი მწვრთნელი ჩაბი ალონსო მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნეა, რითაც თავად ესპანელიც მოხიბლულია და სურვილი აქვს სამწვრთნელო კარიერა "რეალში" გააგრძელოს.
ერიკ ტენ ჰაგი ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედს" წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს, იქამდე კი "აიაქსის" მთავარ მწვრთნელადაც მუშაობდა.