„ლივერპულის“ ფეხბურთელი კოდი გაკპო შესაძლოა ფეხბურთის ასოციაციამ დასაჯოს, მიზეზი კი, რელიგიური მესიჯია.
„ტოტენჰემთან“ საჩემპიონო მატჩის შემდეგ ნიდერლანდელ ფეხბურთელს ეცვა მაისური, რომელსაც ეწერა: „მე იესოს ვეკუთვნი“. სწორედ ამის გამო არაა გამორიცხული ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გაკპო დასაჯოს.
ფეხბურთის ასოციაციის მე-4 მუხლის თანახმად, ფეხბურთელებს ეკრძალებათ ტანსაცმელზე პოლიტიკური, რელიგიური ან პირადი სლოგანების გამოტანა. შესაბამისად, გაკპოს სასჯელი ამიტომ ემუქრება.
გაკპო შეიძლება მხოლოდ გაფრთხილებით გადარჩეს ან დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ. ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მაისურით 2007 წელს კაკამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება აღნიშნა.