„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ მატჩის (3:3) კომენტარი გააკეთა.
„ძალიან კმაყოფილები ვართ, შესანიშნავად ვითამაშეთ, ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა და შემდეგ გოლიც არ ჩაგვითვალეს, ახლაც არ ვიცი, რატომ. ამიტომ, სინანულის განცდა გვაქვს, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეპიზოდები განსხვავებას ქმნიან, მაგრამ გაუქმებული გოლი არ ცვლის ჩემს შეფასებას, რაც ამ ბიჭების მიმართ მაქვს, ისინი ფანტასტიკურები არიან.
„ბარსელონას“ ჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსი ბოლო 8-9 წლის განმავლობაში არ მინახავს, ასეთები 50 წელში ერთხელ თუ გამოჩნდებიან. იამალმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ კიდევ კარგი, შემდეგ ისიც დაიღალა, მეორე ტაიმში ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ.
ვიცით, რომ „ბარსელონას“ თამაშის სტილი სარისკოა, მაგრამ მათ 150-ზე მეტი გოლი გაიტანეს ამ სეზონში, ორი ტიტული მოიგეს და ორისთვის კიდევ იბრძვიან. ჩვენ ძალიან ორგანიზებული თამაში ვაჩვენეთ.
ლაუტაროს სამწუხაროდ მცირე პრობლემა ჰქონდა, ზედიზედ 8 თამაში ჩაატარა და ეს რისკი არსებობს. იმედი მაქვს, რომ არ დავკარგავთ, მაგრამ ეჭვები მაქვს. 3:3-ზე თანახმა თუ ვიქნებოდი? „ბარსელონასთან“ 3:3 სამი წლის წინაც ვითამაშეთ, ბედნიერი ვარ ჩვენი ფანების გამო. სამშაბათს ფინალი იქნება, ვიცით, რომ ვინც მოიგებს, კიდევ ერთ ფინალს ითამაშებს, ვინც წააგებს, სახლში წავა. ტურამი და დუმფრისი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ბოლო მატჩებში გვაკლდნენ. ტურამი 15 დღე ვერ გვეხმარებოდა, მგონი, კარში მატჩისწინა გახურებამდე არც დაურტყამს“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მილანში გაიმართება.