ფეხბურთი

12:12 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰენრიხ მხითარიანი: "შეიძლება მთელი ცხოვრება არჩათვლილ გოლზე ვიფიქრო"

„ინტერის“ ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა „ბარსელონასთან“ მატჩის (3:3) შემდეგ განაცხადა, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება იმ გოლზე იფიქროს, რომელიც ძალიან მცირე თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს.

მხითარიანმა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაიტანა, 3:3-ზე და სწორედ ამ გოლზე ჰკითხეს:

„შეიძლება მთელი ცხოვრება ამ გაუქმებულ გოლზე ვიფიქრო. ეს იყო მომენტი, როცა დაწინაურება შეგვეძლო, სამწუხაროდ, 2-3 სანტიმეტრით თამაშგარე მდგომარეობაში ვიყავი. თავი მაღლა გვაქვს აწეული და იმედი გვაქვს, რომ საპასუხო მატჩიც დადებით შედეგს მივაღწევთ.

ბოლო ერთი კვირა ჩვენთვის რთული იყო, რადგან გუნდში დაღლილობა არსებობდა, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი უნდა გავიღოთ, რათა სეზონი სინანულის გარეშე დავასრულოთ. ყველაფერს ვაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად.

არ ვიცი, რა მოხდება საპასუხო მატჩში, მაგრამ შეგვილია შეტევასა და ბურთის ფლობის დროს მეტი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, „ბარსელონა“ ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც“, - თქვა მხითარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი მილანში, 6 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096359