უეფას ვებსაიტის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ოთხ საუკეთესო ფრანგ ბომბარდირს შორის შევიდა. სამშაბათს, 29 აპრილს, დემბელემ პსჟ-ს ერთადერთი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ინგლისურ „არსენალთან“ (1:0).
ეს გოლი დემბელეს მეცხრე გახლდათ მის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. ამ მაჩვენებლით მან ზინედინ ზიდანსა და ანტუან გრიზმანს გაუსწრო და საფრანგეთიდან პლეი-ოფში ოთხ საუკეთესო ბომბარდირს შორის შევიდა. ახლა უსმანს მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს: კარიმ ბენზემა (34 გოლი), კილიან მბაპე (24) და ტიერი ანრი (12).