ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „უნიკახას“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 78:91 დამარცხდა.
მარცხის მიუხედავად, საუკეთესო შერმადინი იყო, რომელმაც 28 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 8 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ 23 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მომდევნო მატჩს კი, 4 მაისს, სტუმრად „ჟირონასთან“ გამართავს.