ფეხბურთი

21:22 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ალთუნაშვილის "ვოლფსბერგერმა" ავსტრიის თასი მოიგო

სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის თასი მოიგო. ფინალში „ჰარტბერგი“ მათ დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხეს.

77-ე წუთზე ანჯელო გატერმაიერმა გაიტანა გამარჯვების და ტიტულის მომტანი გოლი. სანდრო განაცხადში იყო, თუმცა თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

27 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.

ვოლფსბერგერის ისტორიაში ეს პირველი ტიტულია. ალთუნაშვილმაც შესაბამისად, ავსტრიაში პირველი ჯილდო მოიპოვა. აქვე შეგვიძლია იმის ხსენება, რომ ბოლო სამი სეზონია ავსტრიის თასს ქართველი ფეხბურთელი იგებს - 2023 და 2024 წლებში ამ ჯილდოს ზედიზედ ორჯერ ოთარ კიტეიშვილი დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162345