ფეხბურთი

1:21 | 2.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგა: "ჩელსი" თითქმის ფინალშია, მეორე წყვილში ინტრიგა ცოცხალია

კონფერენს ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ლონდონის „ჩელსიმ“ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მთელი სეზონია „ჩელსი“ კონფერენს ლიგაზე ძალიან მარტივად გამოდის და ფინალამდე ისე მივიდა, რომ პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით თამაშობს, ძალებსაც არ ხარჯავს.

ენცო მარესკას გუნდმა სტუმრად „დიურგარდენი“ 4:1 გაანადგურა და აშკარაა, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ ამ უპირატესობას არ გაანიავებს. ნიკოლას ჯექსონმა დუბლი შეასრულა, თითოჯერ ნონი მადუეკემ და ჯეიდონ სანჩომ გაიტანეს. „ჩელსი“ კონფერენს ლიგაზე ისეა, როგორც თევზი წყალში, ფინალამდე რეალური კონკურენცია ვერავინ გაუწია, ვნახოთ, ფინალში რა იქნება.

მეორე ნახევარფინალში ინტრიგაა: სევილიის „ბეტისი“ ფლორენციის „ფიორენტინას“ შინ 2:0-ს ამარცხებდა და კარგი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა, იტალიელებმა 73-ე წუთზე ლუკა რანიერის გოლით შეამცირეს სხვაობა და ინტრიგა დატოვეს. „ბეტისმა“ 2:1 მოიგო, მაგრამ წინ საპასუხო მატჩი ფლორენციაშია, ასე რომ, ჯერ არაფერი გარკვეულა.

კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები ერთ კვირაში გაიმართება.

„ბეტისი“ – „ფიორენტინა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ეზალზული (6), 2:0 ანტონი (64), 2:1 რანიერი (73)

„დიურგარდენი“ – „ჩელსი“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 სანჩო (13), 0:2 მადუეკე (43), 0:3 ჯექსონი (59), 0:4 ჯექსონი (65), 1:4 მულუგეტა (68)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168614