ოფიციალურად ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე UFC-ში აღარ იბრძოლებს. ამის შესახებ თავად მებრძოლმა სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო.
ქუთათელაძემ პოსტი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "ცხოვრება მშვენიერია, საოცარი გამოცდილება მივიღე, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის."
ცნობისთვის ქართველმა "ვიკინგმა" UFC-ში პირველი ბრძოლა 2020 წელს ჩაატარა, სადაც დაუმარცხებელი მატეუშ გამროტი დაამარცხა, თუმცა შემდეგ იყო გაუთავებელი ტრავმები. ჯამში გურამმა ორგანიზაციაში 5 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ორჯერ იმარჯვა, ხოლო სამჯერ დამარცხდა. ბოლო ბრძოლა ქუთათელაძემ ლონდონში ბრაზილიელ კაუე ფერნანდესთან გამართა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ჯამში ქართველი მებრძოლის MMA-ს რეკორდი 13 გამარჯვება და 5 მარცხია.