საქართველოს 21 წლამდე ნაკრებისა და პორტუგალიური "ფამალიკაოს" ფეხბურთელმა ოთარ მამაგეიშვილმა კლუბის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველი ფეხბურთელი ადაპტაციის პროცესზე და გუნდში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.
"ფარენსეს წინააღმდეგ რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ჩვენ კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით და ვაგრძელებთ შრომას ჩვენი მიზნებისკენ. ბოლო ათ მატჩში ბევრი გოლის გატანა მოვახერხეთ."
"ადაპტაციის პროცესი კარგად მიდის, რაც მთავარია აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. მადლიერი ვარ კლუბში მომუშავე ყველა ადამიანით, მათ საკმაოდ თბილად მიმიღეს და მეხმარებიან ახალ კლუბთან და ქვეყანასთან შეგუებაში."
"პორტუგალიის ჩემპიონატი საკმაოდ კარგია, აქ ამბიციური ფეხბურთელები და კარგი გუნდები თამაშობენ. ვთვლი, რომ აქ თამაში ადვილი არ არის."
ოთარ მამაგეიშვილი პორტუგალიურ კლუბში იანვარში გადავიდა, მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
"ფამალიკაო" 31 ტურის შემდეგ 44 ქულას აგროვებს და გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.