UFC-ის ბრაზილიელმა ყოფილმა ჩემპიონმა დეივესონ ფიგიერედომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის შორის გასამართ ორთაბრძოლაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველი ამ ბრძოლაში ფავორიტია.
"ვფიქრობ მერაბ დვალიშვილი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ ო'მალი მრავალმხრივი მებრძოლია დვალიშვილთან შანსი არ აქვს, ის მისთვის უხერხული მეტოქეა."
ბრაზილიელმა შემდეგ მერაბ დვალიშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "მერაბ შემდეგ ბრძოლაში წარმატებებს გისურვებ. დაანოკაუტე შონ'ომალი, შენ მსოფლიოში საუკეთესო ხარ."
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის მატჩრევანში 7 ივნისს გაიმართება.